დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონში არსებული შუქნიშნების ნაწილი დროებით გამორთულია – მერია

დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონში არსებული შუქნიშნების ნაწილი დროებით გამორთულია – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს:
დღეს ავარიულად გამოირთო 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „დიდუბე 4“ და ქვესადგურში „დიდუბე 220“ არსებული ავტოტრანსფორმატორი, შედეგად, დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შუქნიშნების ნაწილი გამორთულია. ელექტროენერგიის აღდგენასთან ერთად შუქნიშნები ეტაპობრივად ჩაირთვება.
შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო, შეფერხება იყო მეტროპოლიტენში. ამ ეტაპზე ყველა მეტროსადგური დაუბრკოლებლად ემსახურება მგზავრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: 10-ლარიანი ხორცის, ვითომ დაკლებული ფასების, ამერიკასთან „გადატვირთული პოლიტიკისა“ და „იგლ ჰილსის მიერ ინვესტირებული მილიარდების“ ტყუილების გაგრძელებაა ამ შეკითხვის პასუხი (ვიდეო)

თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიაზე – არაფერი მოგვიტყუებია, რას მიჯერებ მე, კაცო? შენი ტვინი ხომ გაგაჩნია?! ჩემზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ? – სარჩელს შევიტანთ და სასამართლოს ვთხოვთ, განხილვა იანვარს არ გადასცდეს