სერგეი რიაბკოვი – რუსეთისთვის ულტიმატუმები მიუღებელია – თუ დიპლომატიური გზით შედეგებს ვერ მივაღწევთ, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება, ეს პოზიცია ურყევია და გვსურს, და ნატო ამას სრული სერიოზულობით მოეკიდონ

რუსეთისთვის ულტიმატუმები მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც „თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს“.
„რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ, რომ მოთხოვნების წაყენების, განსაკუთრებით კი ულტიმატუმების წაყენების ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა რიაბკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვს „უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასრულება სურს და მოლაპარაკებებისთვის მზად არის“.
„მაგრამ, თუ ამას სათანადო რეაგირება არ მოჰყვება და დიპლომატიური გზით შედეგებს ვერ მივაღწევთ, მაშინ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება. ეს პოზიცია ურყევია და გვსურს, რომ აშშ და ნატო ამას სრული სერიოზულობით მოეკიდონ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი