ტრამპი რუსეთს მაღალი გადასახადებით ემუქრება, თუ უკრაინაში ომის დასრულებაზე შეთანხმება 50 დღეში არ გაფორმდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ “ძალიან მკაცრ გადასახადებს” დაუწესებს რუსეთს 50 დღეში – თუკი უკრაინაში ომის დასრულებაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
რესპუბლიკელი პრეზიდენტი ამ განცხადებით გამოვიდა თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრაზე ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რიუტესთან.
“ჩვენ ძალიან მკაცრ გადასახადებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმება არ გვექნება” – თქვა ტრამპმა. – “მე ვაჭრობას ბევრი რამისთვის ვიყენებ… ის გამოსადეგია ომების მოსაგვარებლად”.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მაღალტექნოლოგიურ იარაღს გაუგზავნის ნატოს უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ ომში.
ტრამპის თქმით, ამ იარაღის ფასს გადაიხდიან ნატოს წევრი ქვეყნები და არა ამერიკელი გადასახადების გადამხდელები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)