მარკ რუტე – უკრაინა მართლაც დიდი რაოდენობით სამხედრო შეიარაღებას მიიღებს

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში უკრაინა დიდი რაოდენობით სამხედრო შეიარაღებას მიიღებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ეს ნიშნავს, რომ ევროპელები ძალისხმევას აძლიერებენ. ეს მხოლოდ პირველი ნაწილია, კიდევ ბევრი იქნება“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მისი თქმით, შეთანხმებაში ჩართვის სურვილი ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გამოთქვა.
„ეს ნიშნავს, რომ უკრაინა მართლაც დიდი რაოდენობით სამხედრო შეიარაღებას მიიღებს, როგორც საჰაერო თავდაცვისთვის, ასევე რაკეტებსა და საბრძოლო მასალებს“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)