რუსეთში მწერალ დმიტრი ბიკოვზე ძებნა გამოცხადდა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტზე, დმიტრი ბიკოვზე, ძებნა გამოაცხადა – ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა “მედიაზონა”.
ძებნის ბაზაში დაკონკრეტებული არ არის, რომელი საქმის ფარგლებში ეძებს პოლიცია მოქალაქეებს. ცნობილია, რომ რუსეთში ბიკოვის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელებაზე და ე.წ. “უცხოეთის აგენტების” რეესტრში შეყვანილი პირებისთვის მოქმედი წესების დარღვევაზე.
თანამედროვე რუსეთში 57 წლის ბიკოვი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორია, მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია. ბიკოვი რუსეთის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი იყო, იგი რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებითაა ცნობილი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მწერალი -ში გადავიდა საცხოვრებლად, ის იქ კორნელის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი