სალომე სიმონია: პარლამენტში ირაკლი კობახიძე მილიონერმა გიორგი ბარვენაშვილმა ჩაანაცვლა 2024 წელს. მისი ქონება ასე გამოიყურება…

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
პარლამენტში მილიონერმა გიორგი ბარვენაშვილმა ჩაანაცვლა 2024 წელს.
✅️დეკლარაციის მიხედვით, მისი ქონება ასე გამოიყურება:
● 644 861 დოლარის ბინები/სახლები
● 929 610 ლარის კომერციული ფართი
● 439 400 დოლარის 8 მაჯის საათი
● 157 000 დოლარის 3 ავტომანქანა
● 372 000 ევროს 2 ავტომანქანა
● 4 646 000 დოლარის ბიტკოინი
● 225 000 დოლარის ეთერიუმი
● 208 992 ევრო ანგარიშზე
● 741 842 დოლარი ანაბარზე
● 50 000 ლარი ანგარიშზე
●108 720 ევრო / 161 000 დოლარი / 68 450 ფუნტი სტერლინგი – ნაღდი ფული
● 12 კომპანიაში წილები
● 120 000 ლარი შესწირა ოცნებას
გუშინ, უსამართლოდ დაკავებული მაღაროელის ცოლი მის მეუღლეზე წერდა: “ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება ცხოვრებისთვის, მეტს არაფერს ვითხოვთო.”
ჭიათურაში ადამიანები შიმშილობენ, მშრომელებს უსამართლოდ აკავებენ და ამ დროს, პარლამენტში მილიონერი ზის, რომლის თქმული წინადადებაც კი არავის გაუგია, არათუ, ხალხისთვის დახმარების გაწევა.