ევროპა კვლავ სკეპტიკურად უყურებს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ რიტორიკის ცვლილებას -FT

ევროპა კვლავ სკეპტიკურად უყურებს -ის პრეზიდენტის მიერ სა და ს მიმართ რიტორიკის ცვლილებას, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.
ანონიმურმა წყაროებმა გამოცემას უთხრეს, რომ ს ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ევროპაში „გარკვეული იმედი“ გააღვიძა მისი პოზიციის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა რეალური ნიშნები, რომ თეთრი სახლი უფრო პროუკრაინულ პოზიციას იკავებს, ჯერ არ არის.
როგორც, „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, დასავლელი მოკავშირეები კვლავ მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს უყურებს, როგორც მთავარ პარტნიორს ნებისმიერ მოლაპარაკებაში ყველანაირი დარეგულირებისთვის, ხოლო უკრაინის პრეზიდენტ ს როგორც მთავარ დაბრკოლებას სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
„არის მცირე ღელვა მისი ტონის ცვლილების გამო, მაგრამ ჩვენ არ ვხედავთ, რომ ეს რაიმე სერიოზულ ქმედებებში გარდაიქმნება“, – თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
ამავე დროს, გამოცემა აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან ურთიერტობას ბოლო დროს უფრო წარმატებულად ალაგებს. ირკვევა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრემიერმა, კირ სტარმერმა 28 თებერვალს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ოვალურ კაბინეტში მომხდარი კამათის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს ურჩიეს, შეეცვალა მიდგომა დონალდ ტრამპის მიმართ.
ემანუელ მაკრონმა და კირ სტარმერმა ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზეს, გამოეხატა გულწრფელი მადლიერება და ეს ყოველთვის აღენიშნა.
„ზელენსკის ურთიერთობა ჯერ ადმინისტრაციასთან აქვს დასალაგებელი, რომელშიც ღრმად არის ფესვგადგმული სკეპტიციზმი სთვის დახმარების მიწოდების თვალსაზრისით, ასევე მათი მხრიდან, ვინც ფიქრობს, რომ აშშ-მა უფრო მეტი უნდა იფიქროს აზიაზე და არა ევროპაზე“, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.
1tv.ge