უკრაინის აღდგენის საკითხზე რომში კონფერენცია გაიმართება

დღეს რომში უკრაინის აღდგენის საკითხზე კონფერენცია იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
იტალიის დედაქალაქში უკრაინის აღდგენის საკითხზე კონფერენცია ორი დღის განმავლობაში, 10-11 ივლისს გაიმართება.
კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მონაწილეები ოთხ ძირითად საკითხზე გააკეთებენ აქცენტს, მათ შორის, უკრაინაში კერძო სექტორის მიზიდვაზე, ადამიანურ კაპიტალზე, ადგილობრივი რეგიონების აღდგენასა და ევროპულ ინტეგრაციაზე.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, გუშინ რომში, რომის პაპ ლეო XIV-სა და უკრაინის საკითხებში -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, კიტ კელოგთან -ის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს