ნეთანიაჰუს თქმით, ღაზასა და ეგვიპტეს შორის დერეფანი ისრაელმა უნდა გააკონტროლოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ კვლავ კონტროლს დაუქვემდებარებს ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის საზღვარს. ამით ფართოვდება ისრაელის მისია, რომელიც აღარ შემოიფარგლება -სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასის ლიკვიდაციით.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ბუფერული ზონა, ე.წ. ფილადელფიის დერეფანი, რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის მდებარეობს, ისრაელის ხელში უნდა იყოს.
ამასობაში ისრაელის არმია განაგრძობს ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ის „კიდევ მრავალ თვეს გასტანს“.
ისრაელის არმიამ ჰამასის პოტენციალის ლიკვიდაციის მიზნით ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ექსტრემისტული ორგანიზაცია 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელს. ამ თავდასხმისას ისრაელში დაიღუპა 1200-მდე ადამიანი, მათ შორის 850 სამოქალაქო პირი. ჯიჰადისტებმა 250-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს.
ჰამასის კონტროლქვეშ მყოფი ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის იერიშების შედეგად ღაზაში მსხვერპლის საერთო რაოდენობამ 21500-ს გადააჭარბა. მათ დიდ ნაწილს ქალები და ბავშვები შეადგენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია