საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები რომელიც ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში იასპარეზებს, შეკრებაზე რაჭაში გაემგზავრა. პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში, ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს (A დივიზიონს) თბილისი უმასპინძლებს. აქამდე ჩვენთან მხოლოდ 20-წლამდელთა B და 16 წლამდე გოგონათა C დივიზიონები გამართულა. კონტინენტის რანგით უმაღლეს ასაკობრივ ტურნირს თბილისი არენა და ოლიმპიური სასახლე 8-დან 16 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბოლო 2 სეზონია, A დივიზიონშია. შარშან, ზაფხულში, ნიკა ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა 16-წლამდელებმა საბერძნეთში გამართულ ევრობასკეტზე 16 მონაწილეს შორის მე-13 ადგილი დაიკავეს და ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს. ბოლო 3 ადგილზე გასული პოლონეთი, ბულგარეთი და ხორვატია B დივიზიონში დაქვეითდნენ.
წლეულს 16-წლამდელთა ნაკრების ბირთვმა ასაკის გამო 18-წლამდელებში აინაცვლა და შეიძლება ითქვას, სრულიად ახალი გუნდი გვეყოლება, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი – ნიკა ბურჯანაძე ჰყავს, რომელსაც ასისტენტობას ბექა ბექაია და გიორგი გოგალაძე უწევენ.
ჩვენი ნაკრები 18 ივლისს ლატვიაში, გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება, მანამდე კი, 8-დან 13 ივლისის ჩათვლით რაჭაში, ამბროლაურის სპორტულ კომპლექსში მოემზადება. რაჭაში ჩვენი ნაკრები 16 კანდიდატით გაემგზავრება, საიდანაც, მოგეხსენებათ, ძირითად გუნდში 12 მოხვდება.
საბა პატაშური, გიორგი გოგოლაშვილი, დადუ ტრაპაიძე, ნიკოლოზ ბოდაველი, ალექსანდრე ლეჟავა, სანდრო კანდი, ბესო გიგაური, ბექა გაგუა, ნიკოლოზ ჯანელიძე, ნიკოლოზ მარკოიშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლუკა ფოჩხუა, იური კვირიკაშვილი, ჯუმბერ თავდგირიძე, ალექსანდრე შერვაშიძე, აკმალხან აუბაკიროვი.
GBF
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
ლატვიაში დასრულებულ ამხანაგურ ტურნირში საქართველომ A დივიზიონის წევრი ფინეთი დაამარცხა