რაჟდენ კუპრაშვილი სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე, თამარ ზოდელავას შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარეს, თამარ ზოდელავას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი იყო.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა, სამოქალაქო სექტორთან დიალოგის მნიშვნელობას. ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარეს, თამარ ზოდელავას გაუზიარა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრების შედეგები და მათ მიერ გაჟღერებული გამოწვევები. მისი განცხადებით, სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციების ხედვების გათვალისწინება.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კანონების გამჭვირვალე და ეფექტიან აღსრულებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ