პრიმოს პრემიალური სივრცე გაიხსნა

სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის – პრიმოს სივრცე ოფიციალურად გაიხსნა.
პრიმო პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომელიც დაზღვევის სხვადასხვა სერვისს აერთიანებს და მომხმარებელს დაზღვევის მიღებისას დამატებით კომფორტს უქმნის.
პრიმოს სივრცე ანა პოლიტკოვსკაიას 16 ნომერში მიიღებს მომხმარებელს და ყველა საჭირო სერვისსა და მომსახურებას ერთ სივრცეში გასცემს. პრიმოს პერსონალური მენეჯერები მომხმარებელს დაეხმარებიან, გამოსცადონ პრიმოს მთავარი დაპირება – კომფორტი და სერვისის მიღების სიმარტივე.
პრიმოს სივრცეში მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ჩანიშნოს შეხვედრა პერსონალურ მენეჯერთან და დაგეგმოს დაზღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.
პრიმო უკვე წლებია ბაზარზე უნიკალური სადაზღვევო შეთავაზებებით პოზიციონირებს. მისი ცენტრალური პროდუქტი ავტოდაზღვევაა, რაც ნიშნავს სერვისის სრულყოფილებას, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურებას, კონსიერჟის მომსახურებას. პრიმო მომხმარებლებს ექსკლუზიურ პრობებს ქონების დაზღვევისა და სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პროდუქტებზეც სთავაზობს, რაც გულისხმობს განსხვავებულ დაფარვებს და პირობებს.
“ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო სერვისი მომხმარებლების მოსმენითა და საჭიროებების გაანალიზებით იწყება. ჩვენი მომხმარებელი სწრაფ მომსახურებას და პროფესიონალიზმს აფასებს. პრიმოს დაპირებაც, სწორედ, მაღალი სტანდარტი და ინდივიდუალური მიდგომებია, რომელიც მომხმარებელს აგრძნობინებს, რომ გვერდში ძლიერი პარტნიორი ჰყავს. ეს სივრცე, სპეციალურად ჩვენი მომხმარებლების კომფორტისთვის შეიქმნა და წარმოადგენს არა მხოლოდ ადგილს, სადაც სერვისს მიიღების შესაძლებლობაა, არამედ მომხმარებლებს აგრძნობინებს, რომ მისი დრო ფასობს, იქნება მშვიდად და მიიღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს ნაკლები ბიუროკრატიით.” – ნინო წეროძე, ალდაგის საცალო გაყიდვების დირექტორი.
პრიმო ალდაგის პრემიუმ ბრენდია, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაში პირველად, ალდაგის მომხმარებლებისთვის პერსონალური სადაზღვევო მომსახურების სახით შეიქმნა. მისი ბრენდი, კონცეფცია და შეთავაზებების პაკეტები სრულადაა მორგებული თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე და გულისხმობს ზრუნვას არა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დროს, არამედ მუდმივად, როდესაც მომხმარებელს ამის საჭიროება აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ