უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ადასტურებს, რომ -ში უკრაინის ელჩის შეცვლას აპირებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ -ში უკრაინის ელჩის შეცვლას აპირებს.

როგორც ანდრეი სიბიგამ „უკრაინულ რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტი გეგმავს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებში ელჩების შეცვლას, მათ შორის აშშ-ში.

მისი თქმით, დიპლომატიურ კორპუსში საკადრო გადაწყვეტილებებს უახლოეს მომავალში ელოდება.

„ალბათ, უნდა ველოდოთ 20-მდე განკარგულებას, რომლებითაც გაათავისუფლებენ და დანიშნავენ საზღვარგარეთ ახალ ხელმძღვანელებს“, – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.

ამასთან, მან აშშ-ში უკრაინის ელჩს, ოქსანა მარკაროვას უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ელჩი უწოდა.

„უკიდურესად ეფექტიანი, ქარიზმატული, თუმცა, ალბათ ყველა დიპლომატს აქვს როტაციული ციკლი. გიდასტურებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ხედვაა, განახორციელოს „დიდი შვიდეულის“ და „დიდი ოცეულის“ ყველა ქვეყანაში როტაცია“, – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 ივლისს დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს ოქსანა მარკაროვას შეცვლის საკითხი განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს