თურქეთში, ბოლო 10 დღის განმავლობაში, 761 ხანძარი გაჩნდა

თურქეთში, ბოლო 10 დღის განმავლობაში, 761 ხანძარი დაფიქსირდა, – ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, კვირა დღის მონაცემებით, ყველა ხანძარი ჩამქრალი ან კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული, მათ შორის 20 დიდი ხანძარი იზმირის, საკარიას, ჰატაის, ბილეჩიკის, მანისის, სტამბოლისა და ბურსას პროვინციებში.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ მხოლოდ იზმირში, სადაც ზარალის სრული მასშტაბის შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ხანძარმა სულ მცირე 228 სახლი სერიოზულად დააზიანა.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც სახლები დაკარგეს, დროებით საცხოვრებლებში განთავსდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა