თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის კიდევ სამი წევრი დააკავა

თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის კიდევ სამი წევრი დააკავა.
Anadolu-ს ცნობით, ადიამანის მერი, აბდურაჰმან თუთდერე და ადანას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, ზეიდან კარალარი დილის რეიდების დროს დააკავეს. ორივე მათგანი მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წევრები არიან.
Anadolu-ს ცნობით, ამასთან, ანტალიაში CHP-ის წარმომადგენელი მუჰიტინ ბოჩეკი, ანტალიის მთავარი პროკურატურის მიერ კორუფციის ბრალდებით ჩატარებული ცალკე გამოძიების ფარგლებში კიდევ ორ ეჭვმიტანილთან ერთად დააკავეს.
პროკურორებმა მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების დეტალები ჯერ არ გაუსაჯაროებიათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია ბოლო თვეებში რესპუბლიკური სახალხო პარტიის მიერ კონტროლირებადი მუნიციპალიტეტებიდან ათობით თანამდებობის პირის დაკავებას მოჰყვა.
შეგახსენებთ, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ს 22-წლიანი მმართველობის მთავარ კონკურენტად ითვლება, ოთხი თვის წინ კორუფციის ბრალდებების გამო დააპატიმრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი, ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე – ყველა მიმართულებით გვექნება უფრო მკაცრი მიდგომები კანონის აღსრულების ნაწილში, ვიდრე იყო წარსულში

ირაკლი კობახიძე – ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი – იყო რბილი მიდგომა, ზედმეტად რბილი პრაქტიკა, ეს არასწორია