– 4 წელი მტრობდნენ ქართულ დემოკრატიას -ის წინა ადმინისტრაციის ჩინოვნიკები – რობინ დანიგანმა გამოსვლაში სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც მარტივი მანიპულაციაა

პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს -ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს განაპირობა მათი მხრიდან მტრობამ ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა „იმედის“ ეთერში, ელჩ რობინ დანიგანის 2 ივნისს გამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
როგორც მან აღნიშნა, „ამ მტრობის თანამონაწილე“ იყო მაშინდელი ბიუროკრატიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, რაც უნდა გაითვალისწინოს ქალბატონმა ელჩმა ქართულ დემოკრატიაზე საუბრისას.
„4 წელი მტრობდნენ ქართულ დემოკრატიას წინა ადმინისტრაციის ჩინოვნიკები და როდესაც ბატონი ჯეი დი ვენსი საუბრობდა კონკრეტულ საკითხებზე, მისი ადრესატი იყო, სწორედ, ის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც საქართველოში უპირისპირდებოდა დემოკრატიულ სისტემას, რომელიც ოთხ რევოლუციას აწყობდა ჩვენს ქვეყანაში – ამერიკის წინა ადმინისტრაცია და ევროპული ბიუროკრატია. ჯეი დი ვენსის სიტყვები მიმართული იყო, სწორედ, ასეთი ჩინოვნიკების წინააღმდეგ. ეს, მგონი, ძალიან კარგად მოეხსენება ქალბატონ ყოფილ ელჩს, თუმცა, მან სცადა სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეი დი ვენსის სიტყვებით, რაც არასწორია, ეს არის მარტივი მანიპულაცია“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!