ანა ნაცვლიშვილი: ივანიშვილი სამალავიდან გამოვიდა კრიზისის გამო და დამარცხების შიშმა აიძულა, რომ დაბრუნებულიყო

“ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი სამალავიდან კრიზისის გამო გამოვიდა და დამარცხების შიშმა აიძულა, რომ დაბრუნებულიყო.

ნაცვლიშვილის თქმით, ივანიშვილის დაბრუნება კარგია, რადგან მეტი სიცხადე იქნება საზოგადოებაში ვინ არის პასუხისმგებელი და ვინ მართავს სინამდვილეში პროცესებს.

“ივანიშვილი სამალავიდან გამოვიდა კრიზისის გამო და დამარცხების შიშმა აიძულა ის, რომ დაბრუნებულიყო. ეს კარგია, მეტი სიცხადე იქნება საზოგადოებაში ვინ არის პასუხისმგებელი და ვინ მართავს სინამდვილეში პროცესებს. ივანიშვილის დაბრუნება საჯაროდ, თორემ ყოველთვის იყო ის პოლიტიკაში და ყოველთვის მართავდა პროცესებს, არის მთავარი გზავნილი მოსკოვისთვის, რომ მიუხედავად კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ქართველი ხალხის ევროპისკენ სვლის, მოსკოვის ინტერესს აქ არ დაემუქრება საფრთხე, რადგან ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს სიტუაციას”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი