ექს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის წევრებს მიმართავს და ეკითხება დაუსვამენ თუ არა იგივე შეკითხვებს, რასაც მას ეკითხებიან, ბიძინა ივანიშვილს.
მანამდე თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის წევრები ექს პრემიერმინისტრს ეკითხებოდნენ იყო თუ არა გახარია 1991-1995 წლებში მოსკოვში სასწავლებლად წასული.
მე რომ მეკითხები შენს პატრონსაც ჰკითხავ იგივეს? ივანიშვილსაც ჰკითხავ 1992-ში, 1193-ში, 1994-ში, 1995-ში სად იყო ჰკითხავ? გიკითხავს?” – მიმართა გახარიამ სოზარ სუბარს.
წულუკიანის კომისიის წევრების განცხადებით, მაშინ, როცა კონკრეტული პირები 27 სექტემბერს სოხუმიდნან გავიდნენ, 19 წლის გიორგი გახარია ომში წასვლის ნაცვლად, რუსეთში სასწავლებლად წავიდა.
რაზეც გახარიამ უპასუხა: “ამიტომ ჩააბარეთ დღეს რუსებს ქვეყანა?!”
აღსანიშნავია, რომ გახარიას აღნიშნულ შეკითხვაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა, “ქართული ოცნების” წევრებს რეპლიკა ან შეფასება გაუკეთებიათ.
ცნობისთვის ექს პრემიერი წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ონლაინ ერთვება.