ქარელის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დაჭრა. “კურიერის” ინფორმაციით, 23 წლის ქალს მამაკაცმა, სამზარეულოს ცულით, რამდენიმე ჭრილობა თავის არეში მიაყენა.
ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოტივი უცნობია. დანაშაული სოფელ შაქშაქეთში მოხდა.
პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. საქმე აღძრულია ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.
დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. ასევე, უფლებადამცველი აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვს, რადგან მისი თქმით, არანაირი საშიშროება არ არსებობს არც მიმალვის და არც ვინმეზე ზემოქმედების, ვინაიდან გოგონა მშობლებმა ხულოსი წაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას – სტუდენტობას, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება

ქართული სკინჰედობა არ არის ბუნებრივად წარმოშობილი, ის გარედანაა დაფინანსებული ქვეყნის ეკონომიკის ჩამოსაშლელად, ისინი “სასარგებლო იდიოტებად” ჩამოაყალიბეს რომ შეარყიონ ქვეყნის რეპუტაცია