“ქართული ოცნება” დღეს ყრილობას მართავს – ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება

“ქართული ოცნება” დღეს ყრილობას მართავს. ღონისძიება სასტუმროში “პარაგრაფ – თბილისი” 14:00 საათზე დაიწყება.
განახლდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. პარალელურად, პარტიის წესდებაში შევა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ საბჭოში, 20-ის ნაცვლად, 15 წევრი აირჩევა.
დღესვე, მმართველი პარტია განიხილავს პოლიტიკურ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მომზადების საკითხებს.
“იქნება მსჯელობა განვლილ შედეგებზე, ჩვენს წარმატებებზე, მომავალზე. შევაჯამებთ 2023 წელს და დავსახავთ მომავლის ამოცანებს. ასევე,იქნება წარმოდგენილი პოლიტსაბჭოს წევრების დამტკიცება. ამის გამო, რა თქმა უნდა, წესდებაში ცვლილებები შევა,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას – სტუდენტობას, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება

ქართული სკინჰედობა არ არის ბუნებრივად წარმოშობილი, ის გარედანაა დაფინანსებული ქვეყნის ეკონომიკის ჩამოსაშლელად, ისინი “სასარგებლო იდიოტებად” ჩამოაყალიბეს რომ შეარყიონ ქვეყნის რეპუტაცია