ირაკლი კობახიძე – სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ბევრი აქვთ დასამალი – მათ შორის ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით, ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელებას ახალისებდნენ, აწყობდნენ რევოლუციებს, ებრძოდნენ ეკლესიას

სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი – მათ შორის ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით, ისინი ჩვენს ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელებას ახალისებდნენ, აწყობდნენ რევოლუციებს, ებრძოდნენ ეკლესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და ა.შ. – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არ თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორი ანტიკორუფციულ ბიუროსთან.
მისი თქმით, მათ ბევრი რამ აქვთ დასამალი, რის გამოც გაურბიან შესაბამისი დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.
„ბევრი რამ აქვთ დასამალი [არასამთავრობო ორგანიზაციებს]. რეალურად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ზუსტად ის სტანდარტი მოქმედებს, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში პოლიტიკური პარტიების მიმართ მოქმედებდა. იქ რატომ არ აინტერესებდათ არც პერსონალური ინფორმაცია და არც არაფერი? რეალურად, ზუსტად იმ ინფორმაციის გამოთხოვა ხდება, რომელსაც ანტიკორუფციული სამსახური მთელი ამ წლების განმავლობაში გამოითხოვდა პოლიტიკური პარტიებისგან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თითიდან გამოწოვილი საბაბია. სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი. მათ შორის ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით, ისინი ჩვენს ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელებას ახალისებდნენ, აწყობდნენ რევოლუციებს, ებრძოდნენ ეკლესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და ა.შ. ეს არის დასამალი, რის გამოც ისინი გაურბიან შესაბამისი დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას“, – განაცხადა ირაკლი მ.