დღეს „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება

დღეს „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება, 350-მდე დელეგატის მონაწილეობით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი მ 22 დეკემბერს პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და საპარლამენტო არჩევნების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. ყრილობა 14:00 საათზე დაიწყება
„ყრილობაზე განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა 15 წევრი, ნაცვლად განსაზღვრული 20 წევრისა. ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება საბჭოს შემდეგი შემადგენლობა: , , , , დიმიტრი სამხარაძე, , ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი. პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ