შირაქის მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფაჰიანს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

შირაქის მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფაჰიანს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა
შირაქის მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფაჰიანს სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აჯაფაჰიანის ადვოკატის, არა ზოგრაბიანის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსს კომუნიკაცია შეეზღუდა და ის მხოლოდ ოჯახის უახლოეს წევრებთან და დაცვის მხარესთან შეძლებს შეხვედრას.
ადვოკატის თქმით, სასამართლო სხდომაზე საკუთარ სიტყვაში აჯაფაჰიანმა განაცხადა, რომ რომ მიუხედავად პატიმრობისა, იგი მადლიერია ღმერთის, რომ ამ განსაცდელს გადის.
აჯაფაჰიანი 27 ივნისს დააკავეს. მიქაელ აჯაფაჰიანის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფაჰიანს წარუდგინეს ბრალდება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე. გამომძიებელმა სასამართლოს მისი დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა
25 ივნისს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლებმა ტავუშელი მთავარეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანიც დააკავეს.
მანამდე, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.