“ან სიკვდილი ან გამარჯვება” – ელენე ხოშტარიასთან ერთად შიმშილობა გედევან ფოფხაძემაც გამოაცხადა

ელენე ხოშტარიას გედევან ფოფხაძეც შეუერთდა – პოლიტიკოსი შიმშილობას იწყებს. ფოფხაძე რუსთაველის გამზირზე იმყოფება და ჟურნალისტებთან აცხადებს, “ამ რეჟიმთან დღეს რაიმე სახის თანამშრომლობა შეუძლებელია”.
“ან სიკვდილი ან გამარჯვება- ეს არის ჩემი პოზიცია” – აცხადებს გედევან ფოფხაძე
“მე ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას. მეც დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. აბსოლუტურად ვეთანხმები ელენეს, რომ შეუძლებელია ამ რეჟიმთან დღეს რაიმე სახის თანამშრომლობა. შექმნილია უკანონო სისტემა ადამიანების რეპრესიული დევნის. არის არალეგიტიმური სახელმწიფო სისტემა, რომელიც ემსახურება ერთი ადამიანის კერძო ინტერესებს და ამ ყველაფერს თუ არ დავუპირისპირდით ჩვენი თავგანწირვით და პრინციპული პოზიციით და რაიმე ელემენტი დავტოვეთ მათთან შესაძლო თანამშრომლობის, ჩვენ ამით ვღალატობთ იმ ხალხსაც, რომელიც ციხეში ზის და იმ ხალხსაც, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს იმედი საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავლის, ამიტომ მგონია, რომ ეს არის სწორი ფორმა ბრძოლის. ან სიკვდილი ან გამარჯვება – ეს არის ჩემი პოზიცია. ამიტომ მე ვარ დღეს ელენეს გვერდით და ვიწყებ შიმშილობას” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.