მალე WhatsApp-ს შეტყობინებების შეჯამების AI ფუნქცია დაემატება

ახლახან მეტამ განაცხადა, რომ WhatsApp-ს შეჯამების ფუნქციას დაამატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ Meta AI ჩატში წაუკითხავ შეტყობინებებს შეაჯამებს და საშუალებას მოგცემთ, მალევე მიხვდეთ, თქვენი არყოფნის დროს, რაზე იყო საუბარი. საინტერესოა, რომ ამ შეჯამებული ვარიანტის ნახვას მხოლოდ თქვენ შეძლებთ და არა, სხვები ჩატში.
ფუნქცია, რაღა თქმა უნდა, AI ტექნოლოგიას ეყრდნობა, რომელიც მეტამ აპრილში გაგვაცნო და კომპანიას საშუალება მისცა, AI ფუნქციები მომხმარებლის კონფიდენციალურობის დათმობის ხარჯზე არ დაენერგა.
„Message Summaries იყენებს Private Processing-ის ტექნოლოგიას, რაც Meta AI-ს საშუალებას აძლევს, პასუხი დააგენერიროს ისე, რომ არც მეტამ და არც WhatsApp-მა ნახოს თქვენი შეტყობინებები თუ პირადი შეჯამებები. ჩატში ვერავინ ნახავს, რომ წაუკითხავი მესიჯები შეაჯამეთ“, — ვკითხულობთ კომპანიის ბლოგში.
ამ ფუნქციის გააქტიურება ნებაყოფლობითია, რისთვისაც შემდეგი ნაბიჯები უნდა გაიაროთ: Settings > Chats > Private Processing, აქ კი უკვე მოგიწევთ, გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა ამ ფუნქციით სარგებლობა. WhatsApp პატარა ნიშნულსაც გაჩვენებთ, რათა მიგითითოთ, რომ ფუნქცია თქვენთვის ხელმისაწვდომია.
აღსანიშნავია, რომ აქამდე Meta AI-ს თქვენს ჩატზე წვდომა ჰქონდა, რათა ზოგადი კითხვები დაესვა ან შეტყობინება დაეთაგა ჩეტბოტისთვის კონტექსტის მისაცემად. თუმცა ამ შემთხვევაშიც Meta AI შეტყობინებებს არ კითხულობდა…
Message Summaries-ის ახალი ფუნქცია უკვე ჩაეშვა ამერიკაში, წლის ბოლოსთვის კი მას უფრო მეტ ქვეყანასა და ენაზე ვიხილავთ.
marketer.ge