თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი “ავტოგრაფ მოლი” აშენდება

თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი “ავტოგრაფ მოლი” აშენდება. ushman & Wakefield Veritas-ის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის განვითარება უკვე დადასტურებულია და სამშენებლო პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.
სავაჭრო ცენტრი სამსართულიანი იქნება და მოიცავს, 43,100 მ² მიწის ნაკვეთს, სამშენებლო მოცულობა კი დაახლოებით 60,000 მ²-ია.
“ავტოგრაფ მოლში” განთავსდება ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები, ქსელური მაღაზიები. აქვე მოეწყობა კაფე-რესტორნები და ბავშვთა გასართობ ზონაც.
პროექტი თბილისში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე, განხორციელდება. იქ, სადაც ახლა ჰიპერმარკეტი “გუდვილი” და სხვა სავაჭრო ობიექტებია.