თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი თავისუფალია

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რომელიც საქართველოში 2024 წლის მაისში დააკავეს, ამ დროისთვის თავისუფალია. როგორც ოზთურქის ადვოკატმა “აჭარა თაიმსს“ უთხრა, ბიზნესმენმა საპატიმრო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.
”სასჯელი, რომელიც ჰქონდა ნაწილობრივ ამნისტია შეეხო, ამას დაემატა ისიც რომ 3 წელზე მეტი მოხდილი ჰქონდა.
პროკურატურა დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას. ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი ვერ დადგინდა, მხოლოდ უკანონო შეძენა შენახვის ნაწილია საქმეში” – განაცხადა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა “აჭარა თაიმსთან“
ოზთურქს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შენახვა.