ანა წითლიძე – არ არსებობს არანაირი „ქართული ოცნება“, არსებობს „რუსული ოცნება“, რომლის მთავარი შემსრულებლები არიან ივანიშვილი და მისი ბანდა

არ არსებობს არანაირი „ქართული ოცნება“, არსებობს „რუსული ოცნება“, რომლის მთავარი შემსრულებლები არიან ივანიშვილი და მისი ბანდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
წითლიძე მმართველ პარტიას რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს, რის
მაგალითადაც რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნის შექმნის საკითხში საქართველოს პოზიციას ასახელებს.
„ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა PACE-ს პრეზიდენტი ევროსაბჭოში ერთმანეთს შეხვდნენ. მოულოდნელი ამაში ნამდვილად არაფერი არ ყოფილა. ჩვენ ვიცით საქართველოს ე.წ ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით. ისინი არიან რუსების მოკავშირეები და რუსები, რომლებიც ქვეყანაში ატარებენ რუსულ ინტერესებს და ის, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს ევროსაბჭოში სპეციალური ტრიბუნის შექმნას, რომლის მთავარი მიზანი სწორედ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და დასჯა იქნება, არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” 13 წელია ვიძახით, რომ არ არსებობს არანაირი “ქართული ოცნება”, არსებობს “რუსული ოცნება”, რომლის მთავარი შემსრულებლები არიან ივანიშვილი და მისი ბანდა საქართველოში.” – განაცხადა ანა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს, ვერსად ვნახე. ძიებისას მერიის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. მივირბინე, ვემუდარებოდი და ვეხვეწებოდი ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული/აცრილი ცხოველები” (ვიდეო)

ბაია კვიციანი თამარ ბაგრატიონზე – პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას ვაშინგტონში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა