“ალიანს ფრივილიჯი” მეზღვაურთა საერთაშორისო დღისთვის განათდა

ბათუმის სავიზიტო ბარათი, რომელიც სულ მალე უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, სიმბოლურად, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისთვის განათდა.
ს ბულვარში მდებარე ლენდმარკი, 25 ივნისს მეზღვაურთა საერთაშორისო დღისთვის განათდა, რითაც ბრენდმა მადლიერება გამოხატა მეზღვაურთა საქმისადმი ერთგულებასა და ღირსეული სამსახურისთვის.
“ალიანს ფრივილიჯი” აჭარისთვის მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილია, რომელიც ერთ სივრცეში თავს უყრის როგორც საერთაშორისო სტანდარტის სტუმარმასპინძლობას – 5* სასტუმროს Marriott International-ის სახით, ისე მაღალი კლასის ინფრასტრუქტურასა და საინვესტიციო აპარტამენტებს.
გარდა ამისა, მხოლოდ მეზღვაურებისთვის, ალიანს ჯგუფმა მიმდინარე პროექტებში სპეციალური შეთავაზება წარადგინა, რომელიც კომპანიის ლენდმარკ კომპლექსებში მოქნილი პირობებით, საინვესტიციო და ველნეს უძრავი ქონების შეძენის ეფექტურ შესაძლებლობას ქმნის.