ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7236 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7236 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7242 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1882 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1925 ლარს შეადგენდა.
