კახეთი სტიქიის შედეგებს ითვლის – მხოლოდ თელავში, ქარმა სახურავი 130-ზე მეტ სახლს ახადა

კახეთი სტიქიის შედეგებს ითვლის. რამდენიმესაათიანმა ძლიერმა ქარმა თელავის მუნიციპალიტეტს ისე გადაუარა, რომ არავინ დაშავებულა. თუმცა სტიქიამ სახურავი არაერთ საცხოვრებელს, ავტოფარეხსა და საქონლის სადგომს გადახადა. ადგილობრივების ნაწილი დაზიანების შეკეთებას საკუთარი ძალებით ცდილობს.
მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტში ქარმა სახურავი 130-ზე მეტ კერძო სახლს ახადა. სტიქიამ დააზიანა მრავალსართულიანი კორპუსებიც. წაქცეულია ხეები. განადგურებულია მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა. მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზები.
ქარმა ხე მოგლიჯა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოშიც. დაზიანებულია შენობის სახურავი და შესასვლელის ფრაგმენტი. შედეგად არავინ დაშავებულა. სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში არ შეფერხებულა.
კახეთში სტიქიის შედეგებს უკვე ითვლიან. პარალელურად გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოებიც. ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენილ ათასობით აბონენტს, დენი უკვე მიეწოდება. სტიქიით მიყენებული ზიანი ასი ათასობით ლარს აჭარბებს – ზარალის დამთვლელი კომისია ზუსტი თანხას რამდენიმე დღეში დაადგენს.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა შიდა ქართლშიც. ქარელის მუნიციპალიტეტში მდინარე ფცა ადიდდა. წყალმა მიწები და ბაღები დატბორა.
მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების დამხმარე ნაგებობები დაიტბორა ხაშურშიც. მდინარე ჭერათხეულა კალაპოტიდან რამდენიმე სოფელში გადმოვიდა.
როგორც ხაშურში ისე ქარელში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე