ირაკლი კობახიძე – გელათში აშენდა დროებითი კონსტრუქცია, რომელიც ტაძარს ნებისმიერი ნალექისგან დაიცავს, ეს გვაძლევს უნიკალური ფრესკებისა და მოზაიკის კონსერვაციის საშუალებას

გელათში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ აღდგეს ძეგლი იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობამდეც იყო კონკრეტული დაზიანების მიღებამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში ორჯერ იმყოფებოდა გელათში, სადაც ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ძეგლის აღსადგენად მიღებულია კონკრეტული ზომები.
„აშენდა დროებითი კონსტრუქცია, რომელიც მთლიანად დაიცავს ტაძარს ნებისმიერი ნალექისგან და უზრუნველყოფს ტაძრის გამოშრობას, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოხდეს, როგორც უნიკალური ფრესკების, ასევე მოზაიკის კონსერვაცია. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ რეაბილიტაციის სამუშაოები ძალიან მალე დასრულდეს და გელათი მთელი თავისი ბრწყინვალებით დაუბრუნდეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს და საპატრიარქოს კონკრეტულ წარმომადგენლებს, რომლებიც არიან ჩართული ამ პროცესში, ყველა იმ ნაბიჯისთვის, რომელიც გადაიდგა ძეგლის აღდგენა-განახლებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი მ.
გარდა ამისა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მზაობას გამოთქვამენ ქვეყნის მასშტაბით მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სასკოლო და არასასკოლო ინფრასტრუქტურა ინვესტორებს 20-წლიანი ვადით დაუთმონ, საიდანაც 10 წლის განმავლობაში სიმბოლურ ფასს გადაიხდიან.
„ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ახალი ინიციატივა – მზად ვართ, სასკოლო ინფრასტრუქტურა და ასევე არასასკოლო ინფრასტრუქტურა დავუთმოთ ინვესტორებს 20-წლიანი ვადით, საიდანაც 10 წლის განმავლობაში ინვესტორები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს. გვინდა, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ ინვესტორების მიერ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. დღეს არის ძალიან დიდი მოთხოვნა სპორტის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებში, თუმცა ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს ამ გაზრდილ მოთხოვნას. გვსურს, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, როგორც საჯარო ფინანსების ათვისებას, ისე კერძო ინვესტირების მოზიდვას, იმისათვის, რომ მოთხოვნას მაქსიმალურად დაეწიოს მიწოდება,“ – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი