ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება – ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა!

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება – ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა! – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.
კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველა ის ნაბიჯი იდგმება, რომელიც საბოლოო ჯამში, “ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული“.
“სიღარიბის დაძლევის მიმართულებით ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ და საშუალოვადიან პერსპექტივაში მიზნის სრულად მიღწევის საშუალება გვექნება.
ჩვენი ეროვნული ოცნება არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველა ის ნაბიჯი იდგმება, რომელიც საბოლოო ჯამში, ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული.
დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით და გუნდური მუშაობით ყველა ეს მიზანი მიღწეული იქნება. გაგრძელდება ქვეყნის წინსვლა და განვითარება“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი