ირაკლი კობახიძე – ნატოსთან ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის – ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა თავისი კონკრეტული შედეგები

ნატოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ერთობლივი წვრთნებისა და სხვა ღონისძიებების ფორმატში – ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პრაგმატულმა პოლიტიკამ კონკრეტული შედეგები მოიტანა.
“ნატოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ერთობლივი წვრთნებისა და სხვა ღონისძიებების ფორმატში.
აქტიურად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, რასაც აქვს თავისი შედეგი.
ბუნებრივია, ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა თავისი კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – წინა აქციებზე იყო 3 მძიმე ინციდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება: როგავას, ახალგაზრდა მამაკაცისა და ხაბეიშვილის შემთხვევები – იყო „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ შემთხვევა, რაც არ უკავშირდებოდა ძალოვან სტრუქტურებს