5G-ის ინტერნეტს „სილქნეტიც” დანერგავს – მესამედ ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად „სილქნეტი“ გამოაცხადა

საქართველოში აბონენტებს მეხუთე თაობის მობილურ ინტერნეტს უკვე სამივე მსხვილი ოპერატორი მიაწვდის.
კომუნიკაციების კომისიამ, 5G-ის დასანერგად მესამედ ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად „სილქნეტი“ გამოაცხადა. კომპანიის მიერ შეძენილი ლოტის საფასურმა ჯამში 48 802 257 ლარი შეადგინა. აუქციონის ფარგლებში, ოპერატორს 700 მჰც და 3400-3800 მჰც სიხშირული დიაპაზონებით სარგებლობის ლიცენზია მიენიჭება და ამასთან, ვალდებული იქნება 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა „სელფი მობაილმა“, ხოლო 2024 წელს გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომმა“ მიიღო და ორივე კომპანიამ 5G მობილური ინტერნეტი უკვე წარმატებით დანერგა.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ იჯარა დროზე ადრე შეწყდა და ადამიანს ამონაწერის გასუფთავება სურს, რადგან ახალი მოიჯარე დაარეგისტრიროს, ამისთვის საჯარო რეესტრი ზოგჯერ ისეთ სტანდარტებს ითხოვს, რომლის დაკმაყოფილებაც შეუძლებელია – უჩა ზაქაშვილი