გივი თარგამაძე – „ოცნება“ პუტინის ოცნებას ვერ აასრულებს ბოლომდე

„ოცნება“ პუტინის ოცნებას ვერ აასრულებს ბოლომდე, – ასე უპასუხა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ ჟურნალისტების კითხვას, როდესაც ის ხელბორკილებითა და პოლიციის თანხლებით პოლიციის განყოფილებას ტოვებდა.
დროებითი საგამოძიებო კომისიაზე მიუსვლელობის საქმეზე პოლიტიკოსს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
თარგამაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას საკუთარ სახლში ელოდებოდა, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ კი, პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა. გივი თარგამაძეს ხელბორკილები ვაკე- საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე დაადეს. როგორც მან დაპატიმერებამდე მედიასთან განაცხადა, ის ფიქრობს, რომ “ს დაკვეთით დააკავეს”.
ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის ანგარიში – პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს