ენერგეტიკული ბირჟის სრულად გახსნა 2 წლით გადავადდა

ენერგეტიკული ბირჟის სრული გახსნა 2 წლით გადავადდა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაშია ნათქვამი.
· საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ უნდა განხორციელდეს:
· საბალანსო ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;
· დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, საბალანსო მომსახურების მომწოდებელი პირების რეგისტრაციის სისტემის ფორმირება და სათანადო რეესტრის ჩამოყალიბება;
· აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოების, მონაცემთა ბაზის მართვისა და საბითუმო ბაზარზე ანგარიშსწორებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება;
· სს – ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მიერ განხორციელდეს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზებისათვის საჭირო ინსტრუმენტების ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებსა და ბაზრის ოპერატორებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა.“
· საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება;
· საბალანსო ბაზარზე საბალანსო ენერგიისა და საბალანსო რეზერვების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირისგან შესყიდვა;
· საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;
· დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების გამწევი პირების რეესტრის მართვა;
· გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ − დაბალანსებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოება და განხორციელება, კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
· ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის, მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევა”, – ნათქვამია დადგენილებაში.
ცნობისთვის, ენერგეტიკულ ბირჟის სრულად გახსნა 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმებოდა.