პარიზს 50 გრადუსიანი სიცხისთვის ამზადებენ

პარიზს 50 გრადუსიანი სიცხისთვის ამზადებენ
პარიზში შენობებისა და საზოგადოებრივი სივრცეების მასშტაბური რეკონსტრუქცია დაიწყო. ეს აუცილებელია მოქალაქეების ანომალიური სიცხისგან დასაცავად, რომელმაც მომდევნო წლებში შეიძლება 50 გრადუსს მიაღწიოს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ქალაქი გეგმავს მწვანე და ჩრდილიანი ადგილების რაოდენობის გაზრდას. სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ექნებათ ტილოები, ხოლო ათობით შენობის სახურავი ღია ფერებში შეიღებება, რათა ნაკლებად გაცხელდეს. ასევე, ყოველწლიურად 5 ათასი სოციალური ბინა მოდერნიზდება – დამონტაჟდება ახალი ფანჯრები, ჟალუზები და მზისგან დამცავი კონსტრუქციები. ზოგიერთი სასმელი შადრევანი წყლის სარწყავი სისტემებით იქნება აღჭურვილი ჰაერის გასაგრილებლად.