აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილებით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში აკრედიტაცია მხოლოდ “ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას” მიენიჭა

ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილებით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში აკრედიტაცია მხოლოდ “ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას” (IPOA)-ს მიენიჭა.
“IPOA არის ქართველი ხელოვანების მიერ დაარსებული, სახელოვნებო დარგის განვითარებაზე ორიენტირებული ასოციაცია, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს სახელოვნებო დარგის განვითარების პარალელურად, ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნის ერთგული დარჩება ასოციაცია.
ეს არის სამართლიანი გამარჯვება, რადგან მხოლოდ ზემოთაღნიშნული ასოციაცია აკმაყოფილებდა, როგორც საქპატენტის, ასევე ქართველი ხელოვანების ყველა მოთხოვნას. IPOA-ს ევროპულ სტანდარტებს მორგებული ასოციაციაა, რასაც მოწმობს ჰონორარების შეგროვების, განაწილებისა და გადახდის ეფექტიანი მექანიზმების არსებობა; შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა; საქართველოს რეგიონების დაფარვა.
ამასთანავე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასოციაციის დირექტორი შტეფან შულცი გახდა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მუსიკალურ ინდუსტრიაში რაც საავტორო ინდუსტრიის სფეროსთვის უმნიშვნელოვანესია. მისი ჩართულობით, IPOA-ში თანამედროვე ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული ჰონორარების აკრეფის სიზუსტე, გამჭვირვალობა და ავტორთა უფლებები საქართველოში.
მოხარულები ვართ, რომ კონკურსში გაიმარჯვა სწორედ იმ ასოციაციამ, რომელიც ჩვენ თავად შევქმენით. შესაბამისად, ჩვენივე შექმნილი ასოციაცია გარანტია იმისა, რომ საქართველოში აღარასდროს დაირღვეს ავტორთა უფლებები, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში.
ეს გამარჯვება ქართველი ხელოვანების გამარჯვებაა,”- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე