Georgia Capital-ი Georgia Global Utilities-დან სრულად გადის. საინვესტიციო ჰოლდინგის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში დადებული გარიგების პირობების შესაბამისად, ესპანური ჰოლდინგი Aqualia გამოისყიდის Georgia Global Utilities-ში დარჩენილ 20%-იან წილს, რისთვისაც GCAP-ს 70.4 მილიონ დოლარს გადაუხდის.
Georgia Capital-ი ელის, რომ ტრანზაქციის დასრულება და თანხის მიღება 2025 წლის ივლისის ბოლომდე მოხდება.
ამრიგად, ესპანურ ჰოლდინგ Aqualia-ს საქართველოში აქტივების შესყიდვა ჯამში 250,4 მლნ დოლარი დაუჯდა, შედეგად, Aqualia გახდა თბილისის, მცხეთის და რუსთავის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია GWP-ის, ასევე, საქართველოში რამდენიმე ჰესის 100%-იანი წილის მფლობელი.
