გვასანქცირებენ და გვსჯიან იმიტომ, რომ არ ვუღალატეთ ბიძინა ივანიშვილს! აგერ ვართ და დაგვასანქცირეთ

გვასანქცირებენ და გვსჯიან იმიტომ, რომ არ ვუღალატეთ ბიძინა ივანიშვილს! აგერ ვართ და დაგვასანქცირეთ
ჩემზე სანქციას რა აზრი აქვს? პარიზი მაქვს სანახავი, ვაშინგტონი, თუ რა აზრი აქვს? სასაცილო ხდება უკვე ეს ყველაფერი. როდესაც შენ, ამ შემთხვევაში მე და ჩემს თანაგუნდელებს, გვასანქცირებენ იმიტომ რომ, ვართ ე.წ enablers, ამიტომ გვასანქცირებენ, ანუ რატომ გვასანქცირებენ?- რომ ჩვენ არ ვღალატობთ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ გვასანქცირებენ, რომ დამხმარეები ვართ, მისი კურსის გატარებას ვეხმარებით,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა, გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ სტუმრობისას განაცხადა.
გამოხატავს ნებისმიერი სანქციისადმი მზაობას და აცხადებს, რომ , რომ არა და მისი ოჯახი დღეს საქართველო ც კი აღარ იქნებოდა, ან საერთოდ აღარ იქნებოდა.
„ჩვენ, ვინც დაგვასანქცირეს ამისთვის, რომ გვეღალატა, გავმდგარიყავით, გვებრძოლა, როგორც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა და არა მარტო მან, მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ღმერთის რანგში აყვანილები, მაგრამ ჩვენ ასე ვერ ვიქცევით. მე მაგალითად მწამს, ასე რომ მოვიქცე მიწა არ მიმიღებს, ამის დღე დადგება, როცა დადგება, ეს დაუშვებელი რაღაცაა რასაც ითხოვენ. ითხოვენ რას? – შენ გასანქცირებენ და გსჯიან იმიტომ, რომ კიდევ არ უღალატე ბიძინა ივანიშვილს, მოდი დაგასანქცირო. აგერ ვართ და დაგვასანქცირეთ.
ჩვენ ვინც ვართ, არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯით გვერდზე გადგომას იმიტომ რომ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, ოჯახს ხაზს ვუსვამ, ამდენი ხანია პოლიტიკაში ვართ და კიდევ ერთხელ უფრო ღრმად დავრწმუნდი, გარშემოც ვუყურებ, ხომ ბევრნი ვართ ჩვენ არ ვართ ცოტა გუნდში, ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსისთვის, მითუმეტეს ის, ვინც საფრთხეების წინაშე დგას ოჯახი, ამიტომ მადლიერებით ყოველთვის ოჯახი უნდა აღინიშნოს. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, დღეს ჩვენ უკრაინაც კი არ ვიქნებოდით. ჩვენ დღეს შეიძლება საერთოდაც არ ვიქნებოდით, ან რაღაც ნარჩენები იქნებოდა ჩვენგან დარჩენილი. არავის არ ეწყინოს და ვერავინ „ქართული ოცნების“ გუნდში იმ ტვირთს ვერ აწევდა, რასაც ეწევა ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ “enablers”. აღიარებით ჩვენებას გაძლევთ, “enabler” ვარ მათ შორის მეც, ვაგრძელებთ მუშაობას, ვისთვის რომ ,როცა დადგება დრო თქვენ მიხვალთ საარჩევნო ურნასთან გადაირჩევთ „ქართულ ოცნებას“ და ხმას მისცემთ ისეთ ძალას, რომელიც იქნება ან უკეთესი ან ტოლფასი“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურაში მუდმივად მზარდ როლს ასრულებს, მათი პროფესიონალიზმი, საქმისა და სამშობლოსადმი ერთგულება ქმნის მყარ საფუძველს სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის