ბილ გეითსი რომ დანიშნო ეკონომიკის მინისტრად, ასეთი ინსტიტუციების პირობებში ვერაფერს გააკეთებს – ხაზარაძე

„დღეს, ბილ გეითსი რომ დანიშნო საქართველოს ეკონომიკის მინისტრად, ასეთი ინსტიტუციების პირობებში და ასეთ სიტუაციაში ვერაფერს ვერ გააკეთებს, ამიტომ ადამიანის პროფესიონალიზმში არაა მხოლოდ საქმე, მთავარია მყარი ინსტიტუციები“ – ასე გამოეხმაურა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბიზნესმენი კახა ხაზარაძე ეკონომიკის მინისტრად მარიამ ქვრივიშვილის დანიშვნას.
ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის აზრით, დღევანდელ სიტუაციაში. საკადრო ცვლილებები მთავრობა მეასეხარისხოვანია.
„მთავარია, რა პოლიტიკა აქვს მთავრობას და რამდენად ფუნდამენტურად უწყობს ხელს ბიზნესს განვითარებაში. ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუციები – სასამართლო, პირველ რიგში. ინვესტიციების მოცულობა ძალიან დაბალ ნიშნულზეა ჩამოსული – არათუ უცხოელი, არამედ ქართველი ბიზნესმენები არ აკეთებს ინვესტიციებს… ჩვენ გვჭირდება გარანტირებული სისტემა და [დამოუკიდებელი ინსტიტუციები], რომელიც დაიცავს ინვესტიციებს ამ ქვეყანაში. ნებისმიერი მსხვილი ბიზნესი აკეთებს გრძელვადიან ინვესტიციებს, მით უმეტეს უცხო ქვეყანაში. ინვესტორს არ სჭირდება ნაცნობობა – მას სჭირდება ძლიერი ინსტიტუციები, რომ თუ მისი უფლებები დაირღვევა, ის დარწმუნებული იყო, რომ სამართალს იპოვის. დღეს უცხოელი კი არა ქართველის უფლებების ირღვევა“, – განაცხადა კახა ხაზარაძემ.
გუშინ, ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მარიამ ქვრივიშვილმა ჩაანაცვლა. თავად დავითაშვილმა კი ირაკლი კობახიძის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტზე გადაინაცვლა.