დაგეგმილია მთავრობათაშორისი ეკონომიური კომისიის გამართვა, რომელსაც პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ – საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების საკითხზე მოსმენას მართავს. კომიტეტის სხდომაზე სამი დიპლომატია მიწვეული – უსმენენ აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს.
როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძემ აღნიშნა, აზერბაიჯანი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა და დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც დადებით ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.
“აზერბაიჯანი არის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, დაგეგმილია მთავრობათაშორისი ეკონომიური კომისიის გამართვა, რომელსაც ხელმძღვანელობს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები. ჩვენს დერეფანს სატრანზიტო თვალსაზრისით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, საუბარია: შუა დერეფნის გაძლიერებაზე და ამ კონტექსტში, აღსანიშნია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასრულება მომდევნო წლის დასაწყისში. ძალიან აქტიურ ფაზაშია გადასული საერთაშორისო პროექტის მოლაპარაკება, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო კაბელის გაყვანას. ამ პროექტში, საქართველო პოზიცირებს არა მარტო როგორც ტრანზისტორი ქვეყანა, არამედ, პირველ რიგში, როგორც ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე