საქართველო-სომხეთის ურთიერთობა ისტორიულ მაქსიმუმზეა – გიორგი შარვაშიძე

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთში გიორგი შარვაშიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო-სომხეთის ურთიერთობა ისტორიულ მაქსიმუმზეა.
მისი განმარტებით, საქართველო-სომხეთის ურთიერთობა ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მაღალ დონეზე ავიდა და მომავალში, კიდევ უფრო მტკიცე ურთიერთობა ჩამოყალიბდება.
“რა თქმა უნდა, სომხეთში ადვილი ვითარება არ არის, მით უმეტეს – ყარაბაღის მოვლენების შემდგომ. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს, ყოველ ჯერზე ორივე მხარეს გვიწევს ერთი და იგივე ფრაზის გამოყენება, რომ ჩვენი ურთიერთობა არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ეს არის ძალიან ბევრი უმაღლესი დონის ვიზიტი. ფაშინიანი ორჯერ იყო საქართველოში ჩამოსული, ერთხელ ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო ჩასული სომხეთში. რაც შეეხება ჩვენს ეკონომიკურ მდგენელს, ძალიან დიდი ზრდა გვაქვს, საუბარი გვაქვს მაღალი დონის სტრატეგიულ დიალოგზე თუმცა, ნელ-ნელა მივიწევთ იქითკენ, რომ უფრო მტკიცე ურთიერთობა გვქონდეს”, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრო-დასავლურ პროტესტს ანაცვლებს ანტი-აღმოსავლური ქსენოფობიური პროტესტი საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციის წინააღმდეგ, რომელსაც “პროდასაბმელი” ოპოზიციის ნაწილიც აყვა თვითაქტუალიზების ამაო მცდელობაში

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით