29 ივნისის ჩათვლით თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია, – ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაშია აღნიშნული.
კომპანიის ცნობით, მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ავიაკომპანია სთავაზობს ბილეთების გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.
„ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.
„ჯორჯიან ეარვეისი“, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
