კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ,,ემპი დეველოპმენტი” ახალ მასშტაბურ პროექტს თელავში ახორციელებს. მრავალფუნქციური სავაჭრო – გასართობი ცენტრი ,,თელავი მოლი”, რომელიც TBC ბანკის მხარდაჭერით შენდება 2025 წლის შემოდგომაზე პირველ მომხმარებელს უმასპინძლებს. მოლი მდებარეობს ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირის N115-ში.
კახეთის რეგიონში „თელავი მოლი“ იქნება პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრი, რომელიც მომხმარებლებისთვის არა მხოლოდ კომფორტულ გარემოს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს, არამედ ბიზნესისთვის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას – გამოიყენოს რეგიონის ზრდადი პოტენციალი და გააფართოოს საკუთარი საქმიანობა თელავში.
,,თელავი მოლი” მისი მასშტაბიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია რეგიონისათვის, შექმნის მაღალი მიზიდულობის ცენტრს და რეგიონს გადაიყვანს განვითარების ახალ ეტაპზე.
Სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, კომერციული ფართების უმეტესობა უკვე გაქირავებულია ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებზე, თუმცა მსურველებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა ,,თელავი მოლში” შემოსვლით განავითარონ ბიზნესი და აითვისონ რეგიონის პოტენციალი ” – აცხადებს ,,ემპი დეველოპმენტის” აღმასრულებელი დირექტორი პაპუნა კაციტაძე.
პროექტი მოიცავს 4 ჰექტრამდე მიწის ფართობზე განთავსებულ მრავალფუნქციურ სივრცეს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ისარგებლოს სხვადასხვა სერვისით ერთ სივრცეში. მოლში განთავსდება 45-მდე კომერციული ფართი და სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სტენდები. სავაჭრო ცენტრში საშოპინგე სივრცეების გარდა, მომხმარებლებს დახვდებათ საკვები და გასართობი სივრცეები, კინოთეატრი, ასევე დაგეგმილია ისეთი ობიექტების გახსნა, როგორებიცაა სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, ავეჯის შოურუმი და ავტომობილების სერვის ცენტრი. მომხმარებელთა კომფორტისთვის მოეწყობა 200-ზე მეტი საპარკინგე ადგილი.
,,ვისოლ ჯგუფის” და ,,რივერსაიდ ინვესტის” წევრი კომპანია „ემპი დეველოპმენტი“ 2012 წლიდან საქართველოს ბაზარზე კომერციული უძრავი ქონების განვითარებით
და მართვით არის დაკავებული. ამჟამად კომპანიის პორტფელში თბილისსა და რეგიონებში 13 მცირე და საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრია, რომელშიც 300-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდის მოიჯარეა. უახლოეს პერიოდში კომპანია ახალი, გრანდიოზული მოლის გახსნას თელავში გეგმავს.
დამატებითი ინფორმაციისთვის და კომერციული ფართების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით T: +995 598 97 55 66
