„25 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია“ – „ჯორჯიან ეარვეისი“

„მგზავრთა საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ 25 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია“ – ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.
ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.
„ჯორჯიან ეარვეისი“, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს“ – ნათქვამია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში.