ტრამპი: ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ოფიციალურად ამოქმედდა.
„ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. გთხოვთ, ნუ დაარღვევთ მას“, – დაწერა ტრამპმა.
მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფიციალურმა თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აამოქმედა. თუმცა ზავს წინ ირანის მიერ ისრაელის ტერიტორიის რაკეტებით დაბომბვა უძღოდა.
ცნობისთვის გვიან ღამით ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი