ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა რამდენიმე

ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რის გამოც ქვეყნის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იმ ადგილებში, სადაც სირენების ხმა ისმის, მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენის მითითება მიეცა.
ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, დღეს დილით ირანიდან ისრაელის მიმართულებით ექვსი რაკეტა გაისროლეს. პირველი შეტევა ორი რაკეტით განახორციელეს, მეორე კი – ოთხით.
მეორე თავდასხმის დროს ერთი რაკეტა ბეერ-შებაში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაიღუპა სამი ადამიანი, რამდენიმე კი – დაშავდა.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი