მასკმა თვითმართვადი Tesla Robotaxi-ის ტესტირება დაიწყო – მგზავრობის საფასური 4.20 დოლარია

Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა თვითმართვადი Tesla Robotaxi სატესტო რეჟიმში უკვე გაუშვა – მძღოლის გარეშე პირველი ტაქსები ოსტინის (ტეხასი, ) ქუჩებში გამოჩნდნენ. სატესტო ზონაში მგზავრობა, ფიქსირებული 4.20 დოლარი ღირს. მასკმა გაშვების შესახებ 22 ივნისს X-ში (ყოფილი Twitter) გამოაცხადა, იუწყება Fortune.
საწყის ეტაპზე პროგრამაში 10-12 მანქანაა ჩართული. ისინი შეზღუდული ზონის ფარგლებში მოძრაობენ. თითოეული მანქანა დისტანციურად კონტროლდება.
სერვისი ამჟამად მხოლოდ ზოგიერთი მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი, მაგრამ მასკმა განაცხადა, რომ წელს პროგრამა უფრო დიდ მასშტაბებზე გავა.